სოფელ საღამოში სტადიონი დაუსახლებელ ადგილას გააკეთეს და მოსახლეობა ვერ იყენებს – აუდიტი

სოფელ საღამოში სტადიონი დაუსახლებელ ადგილას გააკეთეს და მოსახლეობა ვერ იყენებს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ საღამოს მიმდებარედ, სტადიონის მოსაწყობად 25 900 ლარი, დახარჯა თუმცა მოქალაქეები ვერ იყენებენ, რადგან სოფლიდან მოშორებით, დაუსახლებელ ტერიტორიაზეა გაკეთებული.

აუდიტით  ასევე გამოვლინდა 78 200 ლარის ღირებულების 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომლებიც არ ფუნქციონირებს. მათი ექსპლოატაციისათვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 104 100 ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.

რეკომენდაცია  – მერიამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას; მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებასა და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.