ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
როგორც “ენერგო-პრო-ჯორჯიიდან” შევიტყვეთ, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია. მხოლოდ რამდენიმე სახლს, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში, არ აქვს ელექტროენერგია. ამ დროისთვის ენერგო-პრო-ჯორჯიას გუნდი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
დავამატებთ, რომ 6 თებერვლიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ქარბუქის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თანამშრობლებმა პრობლემა ვერ მოაგვარეს.