ქარბუქის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქარბუქის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

6 თებერვლიდან ქარბუქისა და დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” ნინოწმინდის განყოფილების წარმომადგენლები გვატყობინებენ, რომ თანამშრომლები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ჭრიან პრობლემას.

ამ მომენტისათვის ელექტროენერგიას მოწყვეტილია დილიფის ფიდერი (ს. დილიფი და პატარა ხანჩალი); გონდრიოს (დიდი და პატარა გონდრიო, მამწვარა); გორელოვკის (ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, სამება, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა); განძის (განძა, საღამო) და ფარავნის ფიდერი (ეშტია, თორია, უჯმანა, ყაურმა, ოროჯალარი).

ძლიერმა ქარმა და ქარბუქმა ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიები გამოიწვია. მიზეზები ბევრ სოფელში ჯერ კიდევ უცნობია. ეს შეიძლება იყოს მოკლე ჩართვა, ელექტროხაზების გაწყვეტა, ჩამოვარდნილი ელექტრო ბოძები და ა.შ.

ქარბუქის გამო დაკეტილია თითქმის ყველა სოფლის გზაც. ამ დროისთვის “ენერგო-პრო ჯორჯიას” გუნდი მუშაობს პრობლემების აღმოფხვრაზე იქ, სადაც გზები ღიაა. თუმცა, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დღეს ელექტროენერგიას ყველა სოფელში ვერ აღადგენენ. “მთელი ღამე ვმუშაობდით პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქ ნინოწმინდაში და სოფელ დიდ ხანჩალში”, – აღნიშნავენ ისინი.