ნინოწმინდის პარკებში და მერიის შენობაში კამერები დამონტაჟდება.
კამერების დაყენების ტენდერი 19 დეკემბერსაა გამოცხადებული, ტენდერში გაიმარჯვა ი/მ ვრეჟ ჰარუთუნიანმა, 13 600 ლარის შემოთავაზებისთვის. დღეისთვის, კამერები უკვე დამონტაჟებულია ნინოწმინდის მერიაში, ხოლო ცენტრალურ პარკში კამერები დამონტაჟდება გაზაფხულზე.
რადიო NOR-ს არაერთხელ მოუწვდია მოსახლეობისთვის ქალაქის მიმართ ზრუნვისა და კეთილგანწყობის გამოხატვისთვის, თუმცა მოქალაქეების დაუდევარი ქცევა და საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობის საკითხი მაინც არსებობს და ქალაქის ახალად რეაბილიტირებულ პარკებში ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები.
- პარკისადმი მოსახლეობის დაუდევარი დამოკიდებულება და მერიის დაგვიანებული პასუხი
- ცენტრალურ პარკში ტუალეტები და პატარა შადრევნები სავალალო მდგომარეობაშია
ტენდერის მიხედვით, მერიამ შეიძინა 22 ცალი კამერა, ამასთან ერთად შეიძენენ სადენებს, მყარ დისკებს, მონიტორებს და დანარჩენ საჭირო მოწყობილებებს. კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 17 000 ლარი.