სათვალთვალო კამერების საჭიროება ნინოწმინდის პარკებში

სათვალთვალო კამერების საჭიროება ნინოწმინდის პარკებში

ნინოწმინდის პარკებში და მერიის შენობაში კამერები დამონტაჟდება.

კამერების დაყენების ტენდერი 19 დეკემბერსაა გამოცხადებული, ტენდერში გაიმარჯვა ი/მ ვრეჟ ჰარუთუნიანმა, 13 600 ლარის შემოთავაზებისთვის. დღეისთვის, კამერები უკვე დამონტაჟებულია ნინოწმინდის მერიაში, ხოლო ცენტრალურ პარკში კამერები დამონტაჟდება გაზაფხულზე.

რადიო NOR-ს არაერთხელ მოუწვდია მოსახლეობისთვის ქალაქის მიმართ ზრუნვისა და კეთილგანწყობის გამოხატვისთვის, თუმცა მოქალაქეების დაუდევარი ქცევა და საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობის საკითხი მაინც არსებობს და ქალაქის ახალად რეაბილიტირებულ პარკებში ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები.

Radio NOR · სათვალთვალო კამერების საჭიროება ნინოწმინდის პარკებში

ტენდერის მიხედვით, მერიამ შეიძინა  22 ცალი კამერა, ამასთან ერთად შეიძენენ სადენებს, მყარ დისკებს, მონიტორებს და დანარჩენ საჭირო მოწყობილებებს. კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 17 000 ლარი.