ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
ნინოწმინდაში ცენტრალური გზა დიდი რაოდენობის ორმოთია დაფარული.
რადიო NOR-ს არაერთხელ გაუშუქებია ცენტრალური გზის მდგომარეობა და ის, თუ რა სირთულეს წარმოადგენს ავტომობილებისთვის ამ გზაზე გადაადგილება. 18 მარტს, რადიო NOR-მა მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის გასარკვევად, თუ როდის უნდა შეკეთდეს ნინოწმინდის ცენტრალური გზა.
გუშინ, 2 აპრილს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტემანტიდან მიღებული პასუხის თანახმად, აპრილის თვეში ნინოწმინდის ცენტრალურ გზაზე ჩატარდება სრული ორმოული შეკეთების სამუშაოები.
გარდა ამისა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გვატყობინებს, რომ იგეგმება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება 2024-2025 წლებში.
აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს და 20 თებერვალს, ცენტრალურ გზაზე, – სათხის გზაჯვარედინზე გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ, – დღეისთვის გზა კვლავ სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
30 მარტი. ნინოწმინდის შემოსასვლელი ახალქალაქის მხრიდან.
ვიდეო: 18 მარტი. ნინოწმიდნის ცენტრალური გზის, სათხის გზაჯვარედინის მდგომარეობა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში: