რძის ფასების რყევებმა დიდი ხანია ნინოწმინდის მოსახლეობაში ხმაური გამოიწვია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა დღეს მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად გაყიდოს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მოსახლეობა რძის ფასებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით: “1 აპრილის მდგომარეობით, ჩვენს სოფელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფერიამ რძის ფასი 1.20-დან 1 ლარამდე შეამცირა. მართალია, სხვა ქარხნები რძეს 1.20 ლარად მაინც ყიდულობენ, მაგრამ თუ რძე 1 ლარი ეღირება, წამგებიანი გახდება მეცხოველეობა.”
როგორც NOR-თან საუბარში რძის გადამამუშავებლებმა აღნიშნეს, შესაძლებელია, რძის ფასები მომავალ თვეში შემცირდეს.
რადიო NOR-ის ინფორმაციით, ნინოწმინდის დანარჩენ სოფლებში რძის ფასები ასეთია:
- სოფელ სათხაში რძის ფასი 1.20 ლარია.
- სოფელ ეშტიაში რძის ფასი 1.20 ლარია.
- გონდრის სოფლის თემში 1.20 ლარი.
- სოფელ დიდ არაქალში რძე 1.20 ლარი ღირს.
- სოფელ ჯიგრაშენში რძის ფასი 1 ლარიდან 1.20 ლარამდე მერყეობს.
- ოროჯალარში რძე 1.20 ლარი ღირს.
- გორელოვკის სოფლის თემში მოსახლეობა რძეს 1.20 ლარად ყიდის.
წაიკითხეთ ასევე:
რძის ფასების რყევები და მოსახლეობის ჩივილი