რძის ფასები ისევ დაცემის პირასაა, – მოსახლეობა უკმაყოფილოა

რძის ფასები ისევ დაცემის პირასაა, – მოსახლეობა უკმაყოფილოა

რძის ფასების რყევებმა დიდი ხანია ნინოწმინდის მოსახლეობაში ხმაური გამოიწვია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა დღეს მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად გაყიდოს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მოსახლეობა რძის ფასებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით: “1 აპრილის მდგომარეობით, ჩვენს სოფელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფერიამ რძის ფასი 1.20-დან 1 ლარამდე შეამცირა. მართალია, სხვა ქარხნები რძეს 1.20 ლარად მაინც ყიდულობენ, მაგრამ თუ რძე 1 ლარი ეღირება, წამგებიანი გახდება მეცხოველეობა.”

Radio NOR · Կաթի գները դարձյալ նվազման շեմին են․ Բնակիչները բողոքում են

როგორც NOR-თან საუბარში რძის გადამამუშავებლებმა აღნიშნეს, შესაძლებელია, რძის ფასები მომავალ თვეში შემცირდეს.

რადიო NOR-ის ინფორმაციით, ნინოწმინდის დანარჩენ სოფლებში რძის ფასები ასეთია:

  • სოფელ სათხაში რძის ფასი 1.20 ლარია.
  • სოფელ ეშტიაში რძის ფასი 1.20 ლარია.
  • გონდრის სოფლის თემში 1.20 ლარი.
  • სოფელ დიდ არაქალში რძე 1.20 ლარი ღირს.
  • სოფელ ჯიგრაშენში რძის ფასი 1 ლარიდან 1.20 ლარამდე მერყეობს.
  • ოროჯალარში რძე 1.20 ლარი ღირს.
  • გორელოვკის სოფლის თემში მოსახლეობა რძეს 1.20 ლარად ყიდის.

წაიკითხეთ ასევე:

რძის ფასების რყევები და მოსახლეობის ჩივილი