“საბავშვო ბაღი არ აგვიშენეს, – ტრანსპორტი მაინც დაინერგოს” – მწვავე საკითხი სოფლებში

“საბავშვო ბაღი არ აგვიშენეს, – ტრანსპორტი მაინც დაინერგოს” – მწვავე საკითხი სოფლებში

თორია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის იმ სოფელთა სიაშია, სადაც დღემდე არ არის საბავშვო ბაღი. ამავე სიაშია პატარა გონდრიო, მამწვარა, პატარა არაქალი, სამება, უჩმანა, ყაურმა  და სხვა.

თორიაში საბავშვო ბაღის არარსებობის გამო, მოსახლეობას ბავშვები მეზობელ სოფლის, ეშტიის საბავშვო ბაღში მიჰყავს დაახლოებით 2-3 კილომეტრის სიშორეზე. იმისდამიხედვით, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არ არსებობს ბავშვთა გადასაყვანი ტრანსპორტი, იმ სოფლებში, სადაც არ არის საბავშვო ბაღი, მშობლებს საკუთარი ძალებით უწევთ ბავშვების გადაყვანა სხვა სოფლის საბავშვო ბაღში.

სოფელი თორია

ეს პროცესი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული: იხარჯება გზის ფული, საწვავი, – მშობლები ვერ ახერხებენ სრულყოფილად საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებას.

აღსანიშნავია, რომ თორიელები წუხდებიან არა მხოლოდ ტრანსპორტის, არამედ საბავშვო ბაღის არარსებობითაც. რესპონდენტების თქმით, ჯობია, უპირველესყოვლისა საბავშვო ბაღი აშენდეს, ვიდრე ტრანსპორტი დაინერგოს, თუმცა განსხვავებული კომენტარიც გაისმა: „საბავშო ბაღი არ აგვიშენეს, – ტრანსპორტი მაინც დაინერგოს. თანახმა ვარ“ – ამბობს სერობ პეტროსიანი.

ბავშვი ველოსიპედით ტარებას სწავლობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერ ანივარდ მოსოიანთან პირისპირ შეხვედრა ან/და მერიის პიარ სამსახურთან გასაუბრება ვერ ხერხდება [პიარ სამსახურის თქმით] „მერის გადატვირთული გრაფიკის გამო.“

საბოლოო ჯამში, რადიო NOR-ის რედიაქციამ 8 აპრილს მერიას ოფიციალური წერილით მიმართა და საჯარო ინფორმაცია მოითხოვა:

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის აქტი


იხილეთ მერიის პასუხი კითხვებზე:


ამასობაში, ეშტიის სასოფლო თემის რწმუნებულ, ეგორ ქოთოიანის თქმით, ტრანსპორტის საკითხი განხილულია მერ ანივარდ მოსოიანის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს თავჯდომარესთან. ტრანსპორტი თუ დაინერგება, ყველა საჭირო სოფელში უნდა დაინერგოს ერთდროულად. ამასთან ერთად ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს სოფელ ეშტიაში, რადგან თემის ცენტრია.

თორიელი ბავშვები

ტრანსპორტის დანერგვის საკითხის თაობაზე ასევე ვესაუბრეთ ორგანიზაციის „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დამფუძნებელს, ტიგრან თარზიანს. ის გვიყვება, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბავშების სხვა სოფლების ბაღებში გადასაყვანად მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე დაინერგა (მაგ. ბალხოდან ბარალეთში).

ტიგრანი ასევე ამბობს, რომ ორგანიზაციას ამ საკითხებზე გასაუბრების მიზნით ნინოწმინდის მერთან შეხვედრა სურდა. თუმცა 2 თვის მანძილზე მასთან ან სხვა უფლებამოსილ პირთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, მათ მიმართვებს და ოფიციალურ წერილებს კი მერიიდან ერთადერთი პასუხი მოჰყვა. მიღებული პასუხის თანახმად, ორგანიზაციის წევრები კულტურისა და განათლების განყოფილებაში გადაამისამართეს, საიდანაც აპრილის დასაწყისიდან დღმდე ელოდებიან შეხვედრის თარიღის ჩანიშვნას.

თორიელი ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს: 2 ქალაქ ნინოწმინდაში, დანარჩენი – სხვადასხვა სოფელში. გაერთიანებული ბაგა-ბაღების მენეჯერ ამალია მღდესიანის თქმით, 2024 წელს, სრული სამუშაო რეჟიმი, ანუ დღეში სამჯერადი კვება, 11 საბავშვო ბაღში იქნება. ხოლო დანარჩენ საბავშვო ბაღებში უნდა აშენდეს ახალი სივრცე, რის შემდეგაც ისინი ასევე გადავლენ სრული მუშაობის რეჟიმზე. დავამატოთ ისიც, რომ დღეისთვის ქალაქ ნინოწმინდაში ჭოჭაშენის უბანში არსებული ძველი საბავშვო ბაღის შენობის სრული დემონტაჟი მიმდინარეობს.


ეროვნული კანონმდებლობის “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” თანახმად, ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით.

ასევე “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, ბავშვებისთვის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების) შესაბამისად.