მეგობრობისა და კეცხოველის ქუჩის კვეთაზე ბორდიური ინგრევა

მეგობრობისა და კეცხოველის ქუჩის კვეთაზე ბორდიური ინგრევა

კეცხოველის და მეგობრობის ქუჩის კვეთაზე არის ადგილები, სადაც ახალი ბორდიური დაზიანებულია.

მეგობრობისა და კეცხოველის ქუჩების კვეთაზე გზა 2023 წელს მასფალტდა. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებდა. რადიო NOR-ს არაერთხელ გაუშუქებია მოასფალტებისა და შემდგომი ხარვეზების პროცესი, თუმცა ბორდიოური დაზიანებული რჩება.

იმის თაობაზე, თუ რა ზომები ჩატარდება, ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, არმენ ბდოიანს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ეს საგარანტიო შემთხვევა შესაძლოა არ იყოს და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს დაზინების მიზეზი. ყველა შემთხვევაში, ბორდიური შეკეთდება, თუმცა ვადები უცნობია. 

სულ 10 მონაკვეთის მოასფალტვაზე 2 163 000 ლარი დაიხარჯა. მეგობრობის ქუჩის მოასფალტვისთვის 192 577 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მეგობრობის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩამდე – 515 660. სამუშაოების დიდი ნაწილი სამთავროვო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 5% – კი ადგილობრივი.

წაიკითხეთ ასევე: