“წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეწოდება” – მოქალაქე

“წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეწოდება” – მოქალაქე

დავით აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდა.

ქალაქ ნინოწმინდაში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას აღმაშენებლის 26 მისამართზე მცხოვრებმა, ალექსანდრ ლებედევმა მოგვაწოდა: “3 დღის განმავლობაში წყალი არ გვქონდა. ახლა რეზერვუარში მაქვს წყალი, თუმცა წყალმომარაგა არ არის. კარგი იქნებოდა, თუ წინასწარ შეგვატყობინებდნენ წყლის შეწყვეტის თაობაზე” – ამბობს რადიო NOR-თან საუბარში ალექსანდრი.

ალექსანდრემ ასევე აღნიშნა, რომ სხვა კომუნალური სერვისის, მაგალითად, გაზისა და დენის შეწყვეტის შესახებ წინასწარი შეტყობინებები მოსდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ან მომსახურების დროებითი შეჩერების თაობაზე, თუმცა წყალმომარაგების კომპანიისგან არანაირ წინასწარ გაფრთხილებას არ იღებს.

ზემოხსენებული საკითხის თაობაზე რადიო NOR-ი დავუკავშირდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ნინოწმინდის ფილიალის მენეჯერ, არკადი კვატაშიძეს. მისი თქმით, წყალმომარაგება უნდა აღდგეს როგორც კი აღმოიფხრევა ხარვეზი, თუმცა შემდგომ სატელეფონო საუბარი შეწყდა და წინასწარი სმს-გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გაგება ვერ მოხერხდა. დამატებით ჩვენ დავუკავშირდით არზუნ გოროიანს, – მისი თქმით: “ამ დღეებში წყალმომარაგება აღდგება, საქმის კურსში ვართ, შესაძლოა, დღეს საღამოსაც კი აღდგეს.”


დამატებით შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქ ნონოწმინდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტი 2 წელიწადზეა გათვლილი, რომლის დამთავრების შედეგადად ქალაქის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

წაიკითხეთ ასევე: