ქალაქ ნინოწმინდაში გარე ტრენაჟორები ცუდ მდგომარეობაშია

ქალაქ ნინოწმინდაში გარე ტრენაჟორები ცუდ მდგომარეობაშია

ქალაქ ნინოწმინდის ტრენაჟორები ცუდ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს.

ტრენაჟორების დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის დაუდევარი დამოკიდებულებაა.

რადიო NOR ნინოწმინდის მერიას მიუმართავს ამ საკითხთან დაკავშირებით. მერიის თანამშრომლების თქმით, განზრახ თუ შემთხვევით დაზიანებული ინვენტარი შეკეთებას არ ექვემდებარება იმ კომპანიის მიერ, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა, – მათ ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სპორტული აღჭურვილობის შეკეთება, ჟირაირ შაჰბეკიანმა გვიპასუხა, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა და სპორტული აღჭურვილობის შეკეთებისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფა.

მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის თქმით: “სპორტული ინვენტარი შეკეთდება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ არის, დეტალებისთვის მიმართეთ ჩვენს პიარ სპეციალისტს.”

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში ტრენაჟორების მონტაჟზე ტენდერი 2021 წელს გამოცხადდა, თუმცა ზამთრის მკაცრი პირობების გამო, სამუშაოები 2022 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 000 ლარი გამოიყო, თუმცა კომპანიამ ტენდერი 27 388 ლარით მოიგო. სამუშაოები განხორციელდა კომპანია მეგობრობა-5-ის მიერ.