ნინოწმინდის სოფლებში კარტოფილის ნარჩენებს ნაგვის ურნებში ყრიან და კარტოფილის ნარჩენების გადამუშავების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება.
ნინოწმინდის სოფლებში მოსახლეობა გაფუჭებულ კარტოფილს ნაგვის ურნებში ყრის, რაც აზიანებს ნაგვის ურნებს. ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის უფროსის, ანდრანიკ ბდოიანის თქმით დასუფთავების სამსახურს ყოველდღე ნაგვის ურნებთან ხვდება კარტოფილით სავსე ტომრები.
ანდრანიკ ბდოიანი ამბობს: “მიმართონ სოფლის რწმუნებულებს და გააფრთხილონ, რომ აქვთ გადასაყრელი კარტოფილი, ჩვენი მანქანა მივა და მათი ეზოდან გაიტანს გადასაყრელად”.
რადიო NOR-ი ხშირად წერს იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას კარტოფილის რეალიზაცია უჭირს, დაბალი ფასის გამო და გაზაფხულზე იძულებული ხდებიან დარჩენილი კარტოფილი ნაგავში გადაყარონ.
რამდენად ხელს უწყობს ნინოწმინდის მერია კარტოფილის გაყიდვას?
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში ანდრანიკ ბდოიანთან: