შეუსრულებელი დაპირება და ცხოვრება “ტბის” პირას – სოფელ დილიფში ქუჩა იტბორება / ვიდეო

შეუსრულებელი დაპირება და ცხოვრება “ტბის” პირას – სოფელ დილიფში ქუჩა იტბორება / ვიდეო

რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია. 


სოფელ დილიფში იტბორება ქუჩა, რაც აწუხებს და დისკომფორტს უქმნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში არის პატარა ქუჩა, რომელიც იტბორება წვიმების შემდგომ. ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების სახლების წინ დიდი წყლის გუბეა, რომლის გადალახვას, ერთ-ერთი მცვოვრების თქმით, – “საჭიროა ნავი”.

დაზარალებული მცხოვრებლები ამბობენ: “ძირითადი ქუჩის მოასფალტების შემდეგ, ჩვენი ქუჩა, რომელიც იკვეთება ცენტრალურთან, წვიმების მერე იტბორება. სახლების წინ დიდი გუბეა ხოლმე და ტალახი. ქუჩაზე ხელით გათხრილია არხი, თუმცა მოასფალტების შემდეგ არხის ნაწილი, რომელიც მთავარ ქაჩაზე გადის – ასფატლის ფენის ქვეშაა დარჩენილი და, შესამაბისად, წყალი ვერ მიედინება.”

რადიო NOR-ს გაუშუქებია ეს პრობლემა 2023 წლის 15 ნოემბერს. გასულია 6 თვე, თუმცა წყლის გუბე არსად გამქრალა. მცხოვრების თქმით, პრობლემის მოგვარებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ პროექტი არსებობს, ტენდერი სინჟინრო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულია (NAT 230004883), გამარჯვებული კომპანიაც ცნობილია, – შპს “ირემი”, თუმცა არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა და სახლი ჯერ კიდევ “ტბის” პირას დგას.

როგორ მოგვარდება ეს პრობლემა, რამდენად შეასრულებს ნინოწმინდის მერია დაპირებას და როდის ექნებათ ამ ქუჩის მცხოვრებლებს სუფთა ეზო და ქუჩა, – დრო გვიჩვენებს.