“ერთი ლიტრი რძე წყალზე იაფი ღირს” – სპასოვკის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ

“ერთი ლიტრი რძე წყალზე იაფი ღირს” – სპასოვკის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის ფასები მკეთრად ეცემა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლის ნაწილი ძირითადად აგრარულ სექტორზე და მეცხოველეობაზე მოდის. სოფლად მცხოვრები ადამიანები ყიდიან რძეს დაბალ ფასად, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მეცხოველეობაზე გაწეული ხარეჯები დაიფაროს.

თემური ნაკაიძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში ცხოვრობს. მისი შემოსავლის ძირთადი წყარო მეცხოველეობაა. რადიო NOR-თან საუბარში თემური ამბობს: “ერთი ლიტრი წყალი 2 ლარამდე ღირს, ხოლო რძის ფასი 1 ლარიდან 1,20-მდე მერყეობს. მინდა მივაწვდინო ჩემი და მთელი სოფლის ხმა ხელისუფლებამდე, – მოახერხონ რძის ფასების გაზრდა”. 

Radio NOR · “ერთი ლიტრი რძე წყალზე იაფი ღირს” – სპასოვკის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ

თემური ასევე აღნიშნავს, – “რძის ფასების შემცირება ძირითადად გამოწვეული რძის ფხვნილის შემოტანით, რომელიც იაფი ღირს და გარკვეულწილად ანაცვლებს საღ რძეს, რის გამოც სოფლის რძის ფასი ეცემა”. თემურის და მისი თანასოფლელების ძირითადი მოთხოვნაა – ადგილოვრივი ხელისუფლების კომუნიკაცია მერძევეებთან და რძის ფასის გაზრდა ან და, არსებულ დოზენე შენარჩუნება მაინც.

თემური და სპასოვკის სხვა მცხოვრებლები წერილობით, ხელმოწერების შეგროვებით, მიმართავენ სხვადასხვა ინსტანციას მათი პრობლემის გასაცნობათ და, მარეგულირებელი მექანიზმების დანერგვის მოთხოვნით.


აღსანიშნავია, რომ რძის დაბალი ფასები უარყოფით გავლენას ახდენს სოფლად მცხოვრები ადამიანების ფინანსურ კეთილდღეობაზე. სოფლის ფერმერები ნაკლებ ფულს იღებენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, რაც ამცირებს მათ საერთო შემოსავალს და ართულებს მეცხოველეობისა და რძის წარმოების ხარჯების დაფარვას. ბევრ ფერმერს უწევს სესხის აღება ფერმების შესანარჩუნებლად, რაც ზრდის მათ ვალის ტვირთს და ფინანსური კრახის რისკს. ამასთან ერთად, შემოსავლის შემცირება იწვევს საცხოვრებელი პირობების გაუარესებას, ბავშვთა კვებისა და განათლების ხარისხის შემცირებას, ასევე სტრესისა და სოციალური დაძაბულობის ზრდას სოფლად მცხოვრებ ადამიანებში.

წაიკითხეთ ასევე: