ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა არის ორმოები ქალაქის ქუჩებზე. ორმოების ამოვსების სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალი გზების მასშტაბით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორმოული სამუშაოები 17 მაისიდან მიმდინარეობს. დღეისთვის ქალაქის ქუჩებზე აღინიშნება ამოვსებული ორმოები, რაც განაპირობებს მანქანების უსაფრთხო გადაადგილებას.
შეკეთებული გზის მონაკვეთი პუშკინის ქუჩაზე
ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქალაქ ნინოწმინდაში: რამდენად კმაყოფილნი არიან ნინოწმინდელები ჩატარებული ორმოული სამუშაოებით? რას ისურვებდნენ კიდევ?
– ზოგი მოქალაქე კმაყოფილია, ზოგს კი ეჭვი ეპარება ჩატარებული სამუშაოების ხარისხში.
დავწვრილებით ჩვენს აუდიომასალაში:
გზებზე ორმოების საკითხი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში მწვავედ იდგა. მძღოლები რადიო NOR-თან საუბრისას ყიოველთვის აღნიშნავდნენ გზების გაუსაძლის მდგომარეობას და მანქანის შეკეთებისათვის გამოწვეულ ხარჯებზე, რაც გზების ცუდი მდგომარეობით იყო გამოწვეული.
- სომხეთისკენ მიმავალი გზის მდგომარეობა ფოტო/ვიდეო
- უპატრონო და განადგურებული ცენტრალური გზა: პრობლემა, რომელსაც არ აქვს პასუხი
შეკეთებული გზის მონაკვეთი ერზრუმის ქუჩაზე
რადიო NOR-ის ინფორმაციით, ორმოული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ქალაქში არის ადგილები, სადაც მოხსნილია ასფალტის ფენა და შემდგომში მონაკვეთი ამოივსება. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ნინოწმინდის ეკლესიათან არსებული გზის მონაკვეთი. აქ მოხსნილია ასფალტის საკმაოდ გრძელი მონაკვეთი, რომლიც უნდა ამოივსოს.
ასფალტის მოხსნილი ფენა ეკლესიასთან (სომხეთისა და ერზრუმის ქუჩების კვეთა)
შეგახსენებთ, – ორმოული სამუშაოებისთვის 500 000 ლარი იყო გათვალისწინებული. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებს. რადიო NOR-ი ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ადევნებს სამუშაოებს და დამატებით დეტალებს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.
წაიკითხეთ ასევე:
- ნინოწმინდა-ეშტიას გზის აღდგენითი სამუშაოები
- “თვალებში ხრეშს გვაყრიან” – წვიამიან ამინდში მოხრეშილი სათხის გზაჯვარედინი ისევ წვიმამ წაიღო