სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახალი წყალმომარაგების სისტემის სამუშაოების დასწულების შემდგომ, ქალაქ ნინოწმინდას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ნინოწმინდელებს აწუხებთ კითხვები, – რა დაუჯდებათ ახალი წყლის ხაზის გაყვანა და დაერთება? რა ტარიფი იქნება წყლის მოხმარებაზე? ფასიანია თუ არა მრიცხველების დაყენება? გაითიშება თუ არა წყალმომარაგების ძველი სისტემა?
სპანდარიანის ქუჩა
ნინოწმინდელების კითხვებზე პასუხის გასაცემად, რადიო NOR-ს ჰქონდა საუბარი როგორც მცხოვრებლებთან, ასევე სამუშაეობის შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელთან.
სპანდარიანის ქუჩაზე მცხოვრებმა არტავაზდ კარაპეტიანმა რადიო NOR-თან საუბარში განაცხადა:
“კარგად მუშაობენ, თუმცა ძვირი დაგვიჯდება წყლის გაყვანა [ეზოში] და დაერთება. ზოგს პურის ფული არ აქვს და ახლა ტრაქტორებში უნდა იხადოს? ჩემი აზრით, 24 საათიანი წყალმომარაგება მშიერ კუჭზე არავის სჭირდება, თუ დიდი თანხები უნდა დაიხარჯოს.”
ეზომდე მიყვანილი მილი. პუშკინის ქუჩა
წყალმომარაგების სისტემასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ამ ეტაპზე შპს “გზა” ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელ, თემურ დავითაძეს თქმით, მოსახლეობას ახალი წყალმომარაგების გაყვანაში თანხის გადახდა არ უწევთ:
“მცხოვრებლებისთვის წყლის გაყვანის სამუშაოები უფასოა [ეზომდე] და არაფერში თანხის გადახდა არ უწევთ, – არც მილების გაყვანაში და არც მრიცხველების დაყენებაში. რაც შეეხება წყლის ახალი ხაზის დაერთებას, – ამ საკითხში ნინოწმინდელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალი დაეხმარება. ახალი ხაზი ყველა ოჯახში უნდა იყოს.”
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში:
აღსანიშნავია, – წყალმომარაგების ახალი სისტემის ამოქმედებისას, ძველი სისტემა უნდა გაითიშოს. მოსახლეობას ექნება ახალი წყალმომარაგების 24 საათიანი სისტემა, რომელსაც ექნება მაღალი წნევა და სახლში ტუმბოების გამოყენება აღარ დასჭირდებათ. რადიო NOR-ი თვალს ადევნებს სამუშაოებს და დამატებით დეტალებს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.
წაიკითხეთ ასევე:
- “არც წყალი გვაქვს და არც ღამის განათება, არჩევნებზე კი გვთხოვენ მათ არჩევას” – მამწვარას მკვიდრი
- რომელ სოფლებს ეხება ახალი წყალსადენის მშენებლობა