ახლად შეკეთებული გზის მონაკვეთი კვლავ ყურადღებას საჭიროებს – სათხის გზაჯვარედინზე ორმოებია

ახლად შეკეთებული გზის მონაკვეთი კვლავ ყურადღებას საჭიროებს – სათხის გზაჯვარედინზე ორმოებია

ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალური გზის მონაკვეთზე, – სათხის გზაჯვარედინზე, კვლავ ორმოებია. გზის მონაკვეთი ინვისის დასაწყისში შეკეთდა, თუმცა დღეისთვის უკვე ჩანს ორმოები. 

ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალური გზა ორმოებით იყო დაფარული. ორმოული სამუშაოები 17 მაისს დაიწყო და თვეზე მეტია მიმდინარეობს. შეკეთებას ექვემდებარებოდა ქალაქის ყველა მოასფალტებული ქუჩა, სადაც ორმოების პრობლემა იყო. ცენტრალური გზის მოასფალტება საქართველოს საგზაო დეპარტამენტის კომპეტენციაშია.

ნინომინდის მკვიდრები და მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჩატარებული სამუშოებით და აღნიშნავენ, რომ  სათხის გზაჯვარედინი, ქალაქში შეკეთებული სხვა გზების მონაკვეთებთან შედარებით, უხარისხოდაა შეკეთებული და ხელახალ რემონტს საჭიროებს. უხარისხო შეკეთების შედეგად, პატარა ორმოები დროთა განმავლობაში უფრო დიდი დიამეტრისა და სიღრმის გახდებიან, რაც სათხის გზაჯვარედინს ძველ იერსახეს დაუბრუნებს და შეაფერხებს მანქანების მოძრაობას.

რადიო NOR-ის ინფორმციით, ქალაქის შემოსასვლელიდან (ახალქალაქის მხრიდან) სათხის გზაჯვარედინამდე ორმოულ სამუშოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებდა, ხოლო სათხის გზაჯვარედინიდან სომხეთის საზღვრამდე – კომპანია “არალი”.

რადიო NOR-ი კვლავ მიმართავს საგზაო დეპარტამენტს და პასუხს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.


წაიკითხეთ ასევე: