რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია.
სოფელ ვლადიმიროვკაში არის ადგილები, სადაც გარე განათება დღემდე არ არის.
სოფელ ვლადიმიროვკაში გარდა გზისა და სხვა სოციალური პრობლემისა, მცხოვრებელების ნაწილს ქუჩაში გარე განათება არ აქვთ. სოფელ ვლადიმიროვკის მკვიდრ, არტიომ ქურქჩიანის თქმით, 2 წელია რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა დაუპირდათ გარე განათების მოწყობა, თუმცა დღემდე სამუშაოები არ ჩატარებულა.
“სოფლის ნაწილს აქვს გარე განათება, – ცენტრალურ ქუჩაზე. გზას როცა შეაკეთებენ და ასფალტი იქნება, ისიც ცენტრალურზე იქნება და მეორე ქუჩაზე არა. არც გარე განათება გვაქვს იმ ქუჩაზე. 7 ოჯახი ვცხოვრობთ და ჩვენც გვინდა პირობები.”
აღსანიშნავია, რომ სოფელ ვლადიმიროვკაში გარე განათება 2019 წელს მოიწყო. რადიო NOR-ის ინფორმაციით, 2019 წელს გარე განათება სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე გაკეთდა და შემდგომ წელს სოფლის დანარჩენი ნაწილიც უნდა განათებულიყო (მკვიდრის თქმით), თუმცა, მკვიდრები დღემდე ღამის განათების ნაკლებობას განიცდიან.
წაიკითხეთ ასევე: