რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია.
ფოტო არქივიდან. ჰოვსეფიანის 18
ქალაქ ნინოწმინდაში მრავალსართულიანი შენობების ფასადების რეაბილიტაცია კვლავ შეჩერებულია. მერიამ სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა.
მრავალსართულიანი შენობების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. სამუშაოებს კომპანია “იქს-2” ახორციელებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, შპს “იქს-2-სა” და ნინოწმინდის მერიას შორის დადებული ხელშეკრულება შეუსრულებელია.
2024 წლის 12 ივნისს ნინოწმინდის მერიამ ახალი ელექტრონული ტენდერი (NAT240011547) გამოაცხადა, რომელიც მრავალსართულიანი შენობების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 315 000 ლარი. კომპანიების მხრიდან წინადადებების მიღება 28 ივნისს, 00:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თავისუფლების #7 შენობის მცხოვრებლები რადიო NOR-თან საუბარში არაერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება შეჩერებული სამუშაობის თობაზე: ფანჯრები და სავენტილაციო სისტემა ცემენტითაა დაფარული, უჭირთ სარეცხის დაკიდება, ეზოში კი სამშენებლო ნარჩენებია, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნის მცხოვრებლებს.
მეტი სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტზე იხილეთ ჩვენს მასალაში:
შეგახსენებთ, რემონტდება შენობები შემდეგ მისამართებზე: ქალაქი ნინოწმინდია, თავისუფლების ქუჩა (№7, 8, 9, 10, 12, 21, 54, 56), ტერიანის №24 და ჰოვსეფიანის №18. რადიო NOR-ის ბოლო ინფორმაციით, კომპანია “იქს-2-ის” დირექტორ, გიორგი ხოზრევანიძის თქმით, სამუშაოები ივნისის თვეში უნდა დასრულებულიყო. ასევე აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდის პირობების გაუარესების გამო, სარემონტო სამუშაოები შეჩერდა 2023 წლის ნოემბერში, ხოლო აღდგა 2024 წლის აპრილის თვეში. ამ სამუშაოებისთვის 680 000 ლარი იყო გამოყოფილი. დღეის მდგომარეობით, სამუშაოები კვლავ შეჩერებულია.
რადიო NOR-ი თვალს ადევნებს სამუშაოების მსვლელობას და დამატებით დეტალებს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.