წელს ღამის განათება მოიწყობა ქალაქ ნინოწმინდაში და მუნიციპალიტეტის 27 სოფელში: განძა, საღამო, ჯიგრაშენი, დილიფი, კყლალისი, დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, დიდი ხანჩალი, კატნატუ, პატარა ხანჩალი, ფოკა, ვლადიმიროვკა, ეშტია, ყაურმა, თორია, უჩმანა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, მამწვარა, ხორენია, სათხა, ოროჯალარი, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, ტამბოვკა და როდიონოვკა (ფარავანი).
აღნიშნული სამუშაოები უკვე დაწყებულია სოფელ ეშტიაში.
ამ საკითხზე ვესაუბრეთ ეშტიის სოფლის თემის რწმუნებულ, ეგორ ქოთოიანს.
მისივე თქმით: “ამჟამად ეშტიაში ღამის განათების გაყვანის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაოების 30% უკვე დასრულებულია. დამონტაჟდება დაახლოებით 275 ლამპიონი.”
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი 817,936 ლარის ოდენობით გამოცხადდა, რომელიც კომპანია “ვიდისი” მოიგო და 694,000 ლარი შესთავაზა. 08.11.2023 კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამუშაოების დაწყების შესახებ (ტენდერის ნომერი NAT230018529).