ქალაქ ნინოწმინდაში ტრენაჟორების მოედანი მუნიციპალიტეტის მერიისა და მოქალაქეების ყურადღებას საჭიროებს.
მოენდაზე ერთი ტრენაჟორი 2023 წლის შემოდგომიდან ფუჭდებოდა, დღეს კი არ ფუნქციონირებს და შეკეთებას საჭიროებს. მოედანი დანაგვიანებულია, გარშემო სხვადასხვა სახის ნაგავი ყრია: მზესუმზირის ჩენჩო, მინის ნამსხვრევები, ერთჯერადი ჭიქები, ალუმინის ქილები და სიგარეტის ნამწვები.
რადიო NOR-ს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე. რადგან რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა ნინოწმინდის მერიაში შეზღუდულია, ბოლო ინფორმაციით, შირაკ გალოიანის თქმით, მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ახალი ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟზე ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში, და ახალი ტრენაჟორების დამონტაჟებისას, მერია მიმართავს გამარჯვებულ კომპანიას არსებული ტრენაჟორების შეკეთების თაობაზე. შირაკ გალოიანმა ასევე ახსენა, რომ არსებული ტრენაჟორების ხელშეკრულების ვადა დასრულებულია, გაფუჭების მიმეზი კი ძირითადად მოსახლეობის დაუდევარი დამოკიდებულებაა ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართ.
ნინოწმინდაში ტრენაჟორების მონტაჟის ტენდერი გამოცხადდა 2021 წელს, თუმცა, მკაცრი ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები გაგრძელდა 2022 წლის ოქტომბრამდე. ამისათვის ადგილობრივი ბიუჟეტიდან გამოიყოფა 33 000 ლარი, თუმცა კომპანიას დასჭირდა 27 388 ლარი. სამუშაოებს კომპანია “მეგობრობა-5” ახორციელებდა.
რადიო NOR-ი თვალს ადევნებს ტრენაჟორების მდგომარეობას და დამატებით დეტალებს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.