ვინაიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასთან რადიოსა და ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა ცალმხრივია და მერიის შესაბამისი დეპარტამენტის პოზიცია უცნობია.
ტროტუარების ასვალტირებას ქალაქ ,ნინოწმინდაში შპს ,, ჯავახავტოგზა,, ახორციელებს.
,, ქალაქ ნინოწმინდაში ტროტუარების ლოკაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გვაწვდის, სადაც უნდა მოხდეს ასვალტირება, რათა მოსახლეობამ კომფორტულად და უსაფრთხოდ იმოძრაოს ” ამბობს შპს ,, ჯავახავტოგზის,, საქმეთამწარმოებელი, გიორგი ინასარიძე.
შეგახსენებთ , რომ ქალაქ ნინოწმინდაში ორმოების ასვალტირებას შპს ,, ჯავახავტოგზა ,, ახორციელებდა. იხილეთ ჩვენი ძველი მასალა.
მუნიციპალიტეტის ორმოები შეკეთების პროცესშია / ფოტო-ვიდეო
კითხვაზე შედის თუ არა ტროტუარების ასვალტირება იმ თანხაში რაც მერიამ გამოყო ქალაქში ორმოების შეკეთებაზე, გიორგი ინასარიძემ გვიპასუხა, რომ ,, ფინანსური საკითხი მას არ ეხება და ამაზე პასუხი მერიას აქვს “.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში; შპს ,, ჯავახავტოგზის,, საქმმეთამწარმოებელი, გიორგი ინასარიძე.