უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურ რეკლამაში „რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების გამოყენებას“.
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 26 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეკლამაში „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის ფოტოები გამოიყენა.
კიევში ამბობენ, რომ ამას დაუშვებლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი საქართველოში მშვიდობის ფასიც არის“.
უკრაინა მოუწოდებს საქართველის ხელისუფლებას, მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინაში მიმდინარე ომის თემის გამოყენებისგან თავი შეიკავოს.
„იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩაივლის, ქართველი ხალხი კი განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
Ministry of Foreign Affairs of Ukraine calls on Georgian Government, the ruling party “Georgian dream” and all interested parties to refrain from using the topic of the aggressive war against Ukraine and its citizens in the internal political struggle in Georgia. pic.twitter.com/3BYJzH4Kjy
— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) September 26, 2024