“ხანჩალის ტბა ჩემთვის ყველაფერია, ეს არის ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე, უამრავი ემოცია მაკავშირებს ამ ტბასთან, რომელიც დღეს ნაწილობრივ დამშრალი და შემცირებულია” – ამბობს 75 წლის ლეილი ესოიანი სოფელ პატარა ხანჩალიდან.
“უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს ტბას, მაგრამ განვითარებას ჯერ ვერ ვხედავთ” – გვიზიარებს გულისტკივილს 23 წლის ლეილი ესოიანი.
ბებია და შვილიშვილი, ორი ლეილი ესოიანი ხანჩალის ტბის მნიშვნელობაზე საუბრობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის.
ნახეთ ვიდეო – “ჩვენი სოფლის სარკე”