ფასები ნინოწმინდის ბაზარში — რა ღირს ხილი ახალ წლამდე თვით ადრე?

· საეთერო სტუდია

10 ნოემბერს რადიო NOR დაინტერესდა, თუ რამდენად შეიცვალა ნინოწმინდის ბაზრის დახლებზე ხილის ფასები. რა თქმა უნდა ვადარებდით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, წლის ამ დროს ხილის ფასი, როგორც წესი, იზრდება – მოსავლის აღების სეზონი გაილია, ხოლო ხილის შენახვა საწარმოო მაცივრებში გაძვირდა.

ყველაზე დიდი დახლის მოვაჭრემ ასევე აღნიშნა, რომ წელს ფასების ზრდაზე საწვავის გაძვირებამაც იმოქმედა. მისი განმარტებით, ხილის დიდ ნაწილს თბილისის მაცივრებიდან ეზიდებიან (თბილისდან ნინოწმინდამდე მანძილი 160 კილომეტრეზე მეტია).

ამჟამად ნინოწმინდის ბაზარში ფასები ასე გამოიყურება:

– მანდარინი — 2–5 ლარი;
– ფორთოხალი — 6 ლარი;
– ვაშლი — 3–5 ლარი;
– მსხალი — 5 ლარი;
– ბროწეული — 5 ლარი;
– ხურმა — 2,50 ლარი;
– ბანანი — 4 ლარი;
– ყურძენი — 6 ლარი.

მეორე მოვაჭრის თქმით, მანდარინის ფასი 3 ლარიდან იწყება და გასულ წელთან შედარებით უფრო ძვირია. ამასთან, ხურმა გაიაფდა.

წინა, 2025 წლის ფასები ასე გამოიყურებოდა:

– მანდარინი — 2–7,50 ლარი;
– ფორთოხალი — 3,50–5 ლარი;
– ვაშლი — 3–4 ლარი;
– კივი  — 7 ლარი;
– მსხალი — 7–8 ლარი;
– ბანანი — 5 ლარი;
– ყურძენი — 5 ლარი.

საქართველოში პროდუქტების ფასების ცვლილებაზე დაკვირვებისთვის მკითხველებს შეუძლიათ ისარგებლონ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის მთვლელით, რომელიც ხელმისაწვდომია iTech-ის ვებგვერდზე. ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რა ღირს საბაზო პროდუქტები თბილისის მაღაზიებში.


ვიჯეტი: itech.com.ge

სრული ვერსია