საშიშროება მაღალი ბალახის გამო: უხილავი საგზაო ნიშნები საფრთხეს უქმნის მძღოლებს

საშიშროება მაღალი ბალახის გამო: უხილავი საგზაო ნიშნები საფრთხეს უქმნის მძღოლებს

ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე, რკინიგზასთან არსებული საგზაო ნიშნები მაღალი ბალახების (სარეველას) გამო არ ჩანს, რაც მძღოლებისთვის სახიფათო სიტუაციას ქმნის. 2021 წელს ამავე ხაზზე ტრაგიკული ავარია მოხდა, როდესაც თოვლის საწმენდი მანქანა Hyundai მარკის ავტომობილს დაეჯახა. ამის შედეგად ადამიანი დაიღუპა.

ამ უბედური შემთხვევის შემდეგ კომპანია “მარაბდა-კარწახის რკინიგზა”-მ ზომები მიიღო და საგზაო ნიშნები დააყენა, რათა მძღოლები უფრო ყურადღებით იყვნენ. თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია და გზასთან ახლოს მაღალი სარეველაა, რომელიც ფარავს საგზაო ნიშნებს მძღოლებისგან.

ეს მდგომარეობა იწვევს მძღოლების უკმაყოფილებას და სერიოზულ შეშფოთებას, რომლებიც ყურადღებას აქცევენ სარეველას გამო საგზაო ნიშნების უხილავობას.

ამ თემაზე იხილეთ აგრეთვე: