ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში არაერთი სოციალური და საყიფაცხოვრებო პრობლემაა.
მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში სარწყავი სისტემა არ არსებობს, თუმცა სოფელში არის წყლის რესურსების სიმრავლე, რომელიც მათი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება.
ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, სოფელი დილიფი სასმელი წყლის წყაროებს იყენებს, რაც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების თითქმის 22 სოფელს ემსახურება, თუმცა სოფელში არ არის სარწყავი სისტემა, რომელიც მიწის მორწყვას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, სოფელში საჭიროა სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რიტუალების სახლის შეკეთება, ასევე სოფლის გზების მოასფალტება და წყლის ხაზების შეკეთება.
სოფელ დილიფის რწმუნებულია, ედგარ კირაკოსიანის თქმით, ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხი მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე წარადგინა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლება დაპირდა ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას 2024-2025 წლებში. მოსახლეობამ წამოაყენა შემდეგი საკითხები: სოფელში მოასფალტების გაგრძელება, სარწყავი სისტემა, წყლის ხაზების შეკეთება და სათამაშო მოედანი.
კონკრეტულად, რა პრობლემები მოგვარდება სოფელში, ბიუჯეტის მიღებისა და 2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების დამტკიცების შემდეგ გაირკვევა.
სოფელი დილიფი ნინოწმინდიდან დასავლეთით 10 კმ-ში მდებარეობს და 250-მდე მეურნეობა აქვს. მოსახლეობის ძირითადი საარსებო საშუალება მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობაა. ასევე, ბევრი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ.