მოსახლეობა სასაფლაოზე ვერ მიდის: გაუვალი გზა თორიაში

მოსახლეობა სასაფლაოზე ვერ მიდის: გაუვალი გზა თორიაში

სოფელი თორია ნინოწმინდიდან დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს. სოფელ თარიაში მოასფალტებული გზა სოფლის ცენტრამდე აღწევს, შედეგ კი იწყება ტალახიანი გზა სასაფლაომდე.

გზა სოფელ თორიის ცენტრამდე 2022 წელს მოასფალტდა. მოსახლეობა კმაყოფილი იყო, რადგან სოფელი 1828 წლებში დაარსდა და 2022 წლამდე მოასფალტებული გზა არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ცენტრამდე გზა მოასფალტებულია, სოფელში მაინც არსებობს ასლფატის გაგრძელების საჭიროება, რადგან მოასფალტებული გზის დამთავრებისთანავე იწყება გზა, რომელიც წვიმისა და თოვლის პერიოდში გაუვალია და მოსახლებას უჭირს გადაადგილება, სანამ მოასფალტებული მონაკვეთი დაიწყება.

თორიის მოსახლეობა აღნიშნას, რომ გზა სასაფლაომდე მიდის და როდესაც მიცვალებული მიჰყავთ, ადამიანები მოასფალტებულ მონაკვეთზე ჩერდებიან და ვერ მიდიან სასაფლაომდე ტალახიანი გზით. გარდა ამისა, ეს გზა ემსახურება სკოლის მოსწავლეებსაც, და მშობლები იძულებულნი არიან მანქანით წაიყვანონ ბავშვები სკოლაში, რადგან გზა გაუვალია.

Radio NOR · მოსახლეობა სასაფლაოზე ვერ მიდის: ტალახიანი გზა თორიაში

ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო NOR-მა მიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, ჯერ-ჯერობით სოფელ თორიაში ასფალტის გაგრძელების პროექტი არ არის და, შესაბამისად, უცნობია, როდის მოასფატდება აღნიშნული გზის მონაკვეთი.

წაიკითხეთ ასევე: