ნინოწმინდა მაღალმთიან ზონაში მდებარეობს, ზამთარში აქ ძალიან ცივა, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ტემპერატურა დაახლოებით 30-35 გრადუსს აღწევს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის მცხოვრებლებმა NOR რადიოსადგურს გათბობისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ელაპარაკეს.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით: “სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 40% სახლებს გაზით ათბობს, დანარჩენი კი ღუმელებით. ის ადამიანები, რომლებიც სახლებს ბუნებრივი აირით ათბობენ, თვეში 200-300 ლარს იხდიან. არის ფორდის მანქანები, რომლებსაც მოტეხილი შეშა მოაქვთ, ფასი დაახლოებით 600-800 ლარია. თუ გამოთვლით, შეშით გათბობა უფრო ძვირია, ვიდრე გაზი. მოსახლეობა მეცხოველეობით არის დაკავებული, მაგრამ შემოსავალი ძალიან დაბალია, რძე იაფია, დანარჩენი ყველაფერი ძვირია, ამიტომ ხალხი ვერ იხდის, მათ შორის გაზისთვის.”