საბავშვო ბაღის ნატვრა: სოფელ თორიაში არ არის საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღის ნატვრა: სოფელ თორიაში არ არის საბავშვო ბაღი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი თორია ერთ-ერთი სოფლებს შორისაა, სადაც დღემდე არ არის საბავშვო ბაღი, და მოსახლეობა სხვა პრობლემებთან ერთად, ხაზს უსვამს საბავშვო ბაღის არარსებობას.

სოფელ თორიაში არ არის საბავშო ბაღი, და მოსახლეობა ბავშვები სოფელ ეშტიის საბავშვო ბაღში მიჰყავს, დაახლოებით 2 კილომეტრის სიშორეზე. ერთ-ერთი მცხოვრები აღნიშნავს, რომ ზამთარში ცუდი გზაა ხოლმე და რთულია ყოველდღე ბავშვების წაყვანა სხვა სოფელში, და შემდეგ შინ დაბრუნება. სოფელ თორიის სპეციალისტის, არტიომ პეტროსიანის თქმით, თორიიდან ეშტიის საბავშვო ბაღში 13 ბავშვი დადის.

“დაგვპირდნენ სკოლაში მაინც გამოეყოთ ერთი ოთახი საბავშვო ბაღისთვის, მაგრამ დღემდე არ გვაქვს არც შენობა, არც დაპირებული ოთახი. საჭიროა, რომ სოფელს ჰქონდეს საბავშვო ბაღი.” – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

Radio NOR · საბავშვო ბაღის ნატვრა: სოფელ თორიაში არ არის საბავშვო ბაღი

ამ საკითხთან დაკავშორებით, რადიო NOR-მა მიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. მათი ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით, სოფელ თორიაში საბავშვო ბაღის აშენების პროექტი არ არის. სოფელ თორიის სპეციალისტის, არტიომ პეტროსიანის თქმით, თორიიდან ეშტიის საბავშვო ბაღში 13 ბავშვი დადის.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს; 2 ქალაქ ნინოწმინდაში, დანარჩენი – სხვადასხვა სოფელში. გაერთიანებული ბაგა-ბაღების მენეჯერის, ამალია მღდესიანის თქმით, 2024 წელს, სრული სამუშაო რეჟიმი, ანუ დღეში სამჯერადი კვება, 11 საბავშვო ბაღში იქნება, მათ შორის ფარავნის საბავშვო ბაღიც. ხოლო დანარჩენ საბავშვო ბაღებში უნდა აშენდეს ახალი შენობები, რის შემდეგაც ისინი ასევე გადავლენ სრული მუშაობის რეჟიმზე.

წაიკითხეთ ასევე: