ფოტომასალა წარმოდგენილი ასოციაცია HERA XXI-ის, სამცხე ჯავახეთის რეგიონის ლიდერის მიერ.
2023 წელს სამცხე-ჯავახეთში, მათ შორის ნინოწმინდაში, არასამთავრობო ორგანიაზია HERA XXI-ის პროექტი ამოქმედდა, რომელიც IPPF European Network-ის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში ახალი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა, სადაც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ტრენინგები ტარდებოდა.
HERA XXI-მა დაასრულა მუშაობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და შესაბამისი შედეგებიც დადო. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია HERA XXI ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებას, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებას. ხელს უწყობს მოხალისეების, აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კამპანიებში.
სამხცე-ჯავახეთის რეგიონის ლიდერი არის ნინოწმინდის მკვიდრი, – ერიკნაზ მარკარიანი. რადიო NOR-თან საუბარი ერიკნამზა შეაჯამა ასოციაციის მუშაობა და ხაზი გაუსვა ჩატარებული სამუშაოს ახალგაზრდებთან რეპროდუქციული ჯანმრთელობის განხრით. ერიკნაზი აღნიშნავს, რომ რეგიონში მსგავსი სახის ტრენინგები ძალიან იშვიათია და ასოციაცია HERA XXI მუშაობს ამ მიმართულებით.
“შეხვედრების მსვლელობისას, აქტიურად ვმუშაობდი როგორც გოგოებთან, ასევე ბიჭებთან. თავიდან ძალიან დიდი სირთული იყო მონაწილეობის შიში და ინფორმაციის ნაკლებობა სექსუალური და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის შესახებ. მონაწილეებს სცხვენოდათ ამ თემაზე საუბარი, გოგოებს ბიჭების ერიდებოდათ, ბიჭებს კი, – გოგოების. ეს პრობლემა მოგვარდა შეხვედრების მსვლელობისას და შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული კომპლექსების პრობლემა მოგვარდა, ასევე აღსანიშნავია ისიც, ამ კომპლექსების გამომწვევი არის საზოგადოება ან მშბლების ნაკლები ჩართულობა ბავშვების აღზრდაში.” – ამბობს ერიკნაზი.
ამასთან ერთად, ჰერიქნაზი აღნიშნავს, რომ მშობლების მხრიდან არ იყო რაიმე გართულება შეხვედრების და ტრენინგის თემასთან დავაკშირებით, – პირიქით, მშოვლები კმაყოფილნი იყვნენ HERA XXI-ის მუშაობით და აუდიტორია ფართოვდებოდა.
სამომავლოდ, როგორც ლიდერი, ერიკნაზი გეგმავს ამ პროექტის გაგრძელებას, თუმცა, თუ გაგრძელება არ გამოვა, მინდა ჩემი საკუთარი ორგანიზაცია დავაარსო, რომ შესაძლებლობა გვქონდეს სამცხე-ჯავახეთში ამ მიმართულებით მუშაობა და განვითარება, მინდა გავაფართოო ეს პროგრამა, დავამატო უფრო ღრმა განსახილველი თემები.