მადათაფა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჭვის ტყე დაზიანებულია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფიჭვის ტყე მკაცრი ზამთრის შემდეგ დაზიანებულია. ტყეში დიდი რაოდენობის ფიჭვის ხეა წაქცეული და ტყე თხელდება…
ტყის სამომავლო მდგომარეობის გასარკვევად, რადიო NOR-ის რედაქციამ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის საკონტაქტო პირ, გურამ არაბიძეს.
არაბიძემ დაგვიდასტურა,- ფიჭვების წაქცევა გამოწვეულია დიდთოვლობით და ფიქსირდება მთელი რეგიონის მასშტაბით, ხოლო ხეების დაზიანების წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია.
გურამ არაბიძის პასუხს შეგიძლიათ გაეცნოთ ვრცლად მიმაგრებულ ფაილში:
თუ რა მდგომარეობაში იქნება სამომავლოდ მადათაფას ტყე, – ჯერჯერობით უცნობია.