წყლის დონე მრგვალ ტბაში მრავალი წლის შემდეგ მატულობს.
ქალაქ ნინოწმინდაში მრგვალი ტბის მდგომარეობა სახარებელი არ იყო. ტბის ნაპირზე ნაგავი იყო მიმოფანტული, წყლის სანაპირო ნაწილზე კი მწვანე საფარი იყო. ტბა ჭაობდებოდა.
მას შემდეგ რაც რადიო NOR-მა გააშუქა პრობლემა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტბაში წყალი სპეციალური სანიაღვრე არხის მეშვეობით ჩაუშვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ტბაში წყლის დონემ მატება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მრგვალი ტბა ნინოწმინდაში ერთ-ერთი რეკრეაციული ადგილია. ბევრი ადამიანი მოდის ტბაზე სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად, ველოსიპედით გასეირნების მოსაწყობად. რადიო NOR-ი ნინოწმინდის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, იზრუნონ ტბაზე, არ დააბინძურონ წყალი და ტბის ტერიტორია.