დღეს სოფელ გორელოვკაში რადიო-NOR-ის ჟურნალისტებმა მდინარე ბუღდაშენის კრიზისული ეკოლოგიური მდგომარეობა დააფიქსირეს. მდინარეში ჩაყრილია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, არყის ბოთლები, საქონლის ნაკელი, ხოლო გაუმართავი საკანალიზაციო სისტემებიდან ჩაშვებული ნარჩენები, პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. მდინარის ნაპირებიდან მოდის არასასიამოვნო სუნი.ბუღდაშენის ეკოლოგიური კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოსახლეობის მხრიდან გარემოსდაცვითი სტანდარტების დაუცველობაა. მდინარეში პირდაპირ ჩაყრილი არყის ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიუთითებს იმაზე, რომ სოფლის მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს დაბალი ინფორმირებულობა გარემოს დაცვის შესახებ და უგულებელყოფილია მდინარის რესურსების მნიშვნელობა სოფლისთვის.
სოფელ გორელოვკაში მდინარე ბუღდაშენის მდგომარეობა სავალალოა და სოფლის ეკოსისტემა მძიმე საფრთხის წინაშეა. მდინარე, რომელიც ოდესღაც ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლით და სამეურნეო რესურსებით ამარაგებდა, ახლა დაბინძურების მძიმე შედეგებს განიცდის. მდინარის მდგომარეობა დამძიმებულია არა მხოლოდ ბუნებრივი პირობების შედეგად, არამედ მოსახლეობის გაუფრთხილებელი ქმედებების გამო.გარდა ამისა, ადგილობრივი საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა წყალში დამაბინძურებელი ნარჩენების ჩაშვებას უწყობს ხელს. საქონლის ნაკელის და სხვა ორგანული მასალების წყალში მოხვედრა მდინარის დაბინძურების დამატებით პრობლემას წარმოადგენს.
რადიო-NOR-ის ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ბუღდაშენის მდინარის სანაპირო ზოლში არსებულმა დაბინძურებამ გარემოს მძიმე ეკოლოგიური ზიანი უკვე მიაყენა. მდინარის წყალში დაბინძურების შედეგად გავრცელებულია არასასიამოვნო სუნი და მწერების სიმრავლე შეინიშნება.მდინარეში წყლის დონე ძალიან დაბალია და ის მალე ჭაობად გადაიქცევა.
საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.მდინარე ბუღდაშენი გორელოვკის და მისი მაცხოვრებლების მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის დაცვაც თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.
იხილეთ ასევე რადიო NOR-ის ძველი მასალა
გორელოვკის მდინარე ძალიან დაბინძურებულია