მიუხედავად ცუდი პირობებისა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის კულტურის სახლში ზოგჯერ ღონისძიებები იმართება.
სოფელ ოროჯალარის კულტურის სახლი დიდი ხანია დანგრეულ მდგომარეობაშია. შენობას სჭირდება კოსმეტიკური რემონტი და დარბაზში არ არის შესაბამისი სკამები.
ოროჯალარის მცხოვრებლებმა რადიო NOR-თან საუბარში თქვეს, რომ კარგი იქნებოდა კულტურის სახლს ყურადღება მიექცია და შეეკეთებინა, რადგან ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
ამ საკითხზე სოფელ ოროჯალარის სპეციალისტს, მიშა ქეიანს ვესაუბრეთ იმის გასარკვევად, იგეგმება თუ არა სოფლის კულტურის სახლთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები.
“დარბაზში არის სხვადასხვა პრობლემა, რომელიც დროთა განმავლობაში მოწესრიგდება.” – თქვა ქეიანმა.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: